ფოტოები დალაგებულია თვეების მიხედვით და ჩემითვის მნიშვნელოვანი მოვლენების გათვალისწინებით, ამ შემთხვევაში გამოქვეყნებული ფოტოები მხოლოდ ჩემი, Canon EOS 5D Mark III -ით გადაღებული კადრებია.
იანვარი - ახალი 2020 წლის შეხვედრა ქუთაისში;
თებერვალი - ბორჯღალოსან გიორგი ნემსაძის გაცილება, ქუთაისში "აია არენაზე" საქართველო ბელგიის რაგბის ნაკრების თამაშის დაწყებამდე;
მარტი - Covid19-ის პრევენციისთვის პანდემიის გამოცხადება;
აპრილი - გეგას პორტრეტი;
მაისი - მოგზაურობა ხვამლის მთაზე;
ივნისი - აქცია ოკუპაციის წინააღმდეგ, გავრილოვის ღამის წლისთავი;
ივლისი - რაჭაში მეწყერისგან გამოწვეული დაბინძურებული მდინარე რიონი;
აგვისტო - თერი ხიდის, დაჟანგულ ზედაპირზე წვიმისგან მიღებული ანარეკლი. (ფოტოკუნკურს ილოს გამარჯვებული ფოტო);
სექტემბერი - მოგზაურობა ჯავახეთში, მწყემსი ფარავნის ტბის მიმდებარეთ;
ოქტომბერი - მთვარის უჩვეულო ნათება ქუთაისში;
ნოემბერი - მყინვარწვერი დილით - მოგზაურობა ყაზბეგის რაიონში;
დეკემბერი - კონცეპტუალური ფოტოსესია წყალტუბოში, ძველ სანატორიუმში;